გორში 50 წლამდე ქალი მოკლეს

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე ქალი მოკლეს, იუწყება ტელეარხი „ტვ პირველი".
შემთხვევა სოფელ ტირძნისში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ყელის არეში.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.