თუშეთისკენ მიმავალ გზაზე 62 კილომეტრიანი მონაკვეთი ჩაიკეტა

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზაა.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 10-72-ე კმ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობამ იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნავენ უწყებაში.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 1-9-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აშენდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა მთელ მსოფლიოში. მისი სიგრძე 72 კილომეტრია. ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით გზა იკეტება, თუშეთში ასვლა მხოლოდ ზაფხულში და სექტემბერშია შესაძლებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველში მოსალოდნელია წვიმა და ძლირი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.