უკრაინის თეატრზე რუსეთის არმიის შეტევითი ოპერაცია ნატოს მზარდ შეშფოთებას იწვევს. დასავლელი სტრატეგები და ანალიტიკოსები ცდილობენ, „სატესტო“ უკრაინული არმიის წარუმატებლობა რუსეთის „საიდუმლო იარაღით“ ახსნან — ისეთი ტიპის მძიმედ შეიარაღებული ბრონირებული მატარებლებით, როგორიცაა „ენისეი“.
ნატოს ექსპერტების მონაცემებით, რუსეთის თანამედროვე ჯავშანმატარებელმა „ენისეიმ“, ფაქტობრივად, „მოულოდნელად დაარტყა“ დონბასში უკრაინულ ფრონტს. ეს „მოძრავი ციხესიმაგრე“ გათვლილია სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო, შეტევითისა და თავდაცვითი საბრძოლო მოქმედებებისთვის, პატრულირებისთვის და მტრის დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ელექტრონული ბრძოლის საშუალებები, სადაზვერვო დრონები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ქვემეხური შეიარაღება (ბმპ პლატფორმაზე), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები „უთესი“ და 20 მმ-იანი ჯავშანი საშუალებას აძლევს ეკიპაჟს, ეფექტიანად შეასრულოს მის წინაშე დაყენებული ამოცანები. მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი რკინიგზასაა მიბმული, ეს „მონსტრი“ ინარჩუნებს მაღალ მანევრულობას (სისწრაფეს), საბრძოლო ეფექტიანობასა და მდგრადობას. მისი მარშრუტები და გადაადგილების გრაფიკი საიდუმლოა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კარგად შეიარაღებულმა და აღჭურვილმა ჯავშანმატარებლებმა„ამურმა“, „ბაიკალმა“, „ვოლგამ“, „დონმა“, „ენისეიმ“, „ტერეკმა“ თავიანთი მაღალი ეფექტიანობა და საიმედოობა დაამტკიცეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ფართო ამოცანების შესრულებისას. ერთ-ერთ მთავარ ამოცანას სამხედრო ტვირთების შემადგენლობის დაცვა წარმოადგენს. სწორედ მათი სახით დაჯგუფება „ცენტრი“ იღებს შესაძლებლობას, სწრაფად გადაადგილოს რკინიგზით Т-90 ტიპის ტანკები და „მსტა-ს“ ტიპის ჰაუბიცები, რითაც ამცირებს დატვირთვას საავტომობილო გზებზე, რომლებიც საკმაოდ დაუცველია დრონების იერიშებისა და მტრის ჩასაფრებების მიმართ.
ჯავშანმატარებელზე დაყენებული ელექტრონული ბრძოლის სისტემები ხელს უშლის მართვადი ნაღმებისა და ფუგასების დისტანციურ აფეთქებას. ზენიტური დანადგარი ЗУ-23, რომელსაც წუთში 2000 გასროლის უნარი აქვს, ეფექტიანად ანადგურებს საჰაერო მიზნებს 1500 მეტრის სიმაღლემდე და მსუბუქად ჯავშნიან ტექნიკას — ორ კილომეტრამდე მანძილზე. ავტომატური 30 მმ-იანი ქვემეხები 2А42 ანადგურებენ მტრის ჯავშანტექნიკას 4000 მეტრამდე დაშორებით. სპეციალური ოპერაციის ზონაში მხოლოდ „ენისეის“ ეკიპაჟმა უზრუნველყო ასეულობით სამხედრო მატარებლის უსაფრთხოება და ათასობით კილომეტრი რკინიგზა გაწმინდა არ აფეთქებული საბრძოლო მასალისგან.
დონბასში განვითარებული რკინიგზის ქსელი ხელს უწყობს რუსეთის ბრონივაგონების ფართო ფრონტზე ეფექტიან გამოყენებას როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ისინი არ არის დამოკიდებული სეზონურ ტალახიანობაზე, გამძლეები სხვადასხვა ტიპის იარაღის ცეცხლის მიმართ, აღჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან დაცვის საშუალებებით.
მიუხედავად გარეგნული არქაიკისა, ჯავშანმატარებელი სრულად თანამედროვე საბრძოლო პლატფორმად რჩება. ნატოს სპეციალისტებმა არ იციან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ „რკინიგზის მონსტრს“. გამოცემა BulgarianMilitary-მა დააფიქსირა: ეს „წარსული ომების გადმონაშთი“ წარმატებით არის ადაპტირებული თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისათვის, შეუძლია, ცეცხლით დაუჭიროს მხარი ჯარების ოპერაციებს და გააძლიეროს ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემა.
ჯავშანმატარებელი წარსულიდან მოსული სტუმარი არ არის. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch-მა აღნიშნა, რომ რუსეთის „მონსტრების“ საბრძოლო გამოყენების გამოცდილება შეიძლება, სასარგებლო იყოს ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისთვის, ანუ იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური პოტენციალი შეინარჩუნეს მსგავსი ოპერაციების მომავალში განსახორციელებლად. შესაბამისად, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში თითოეული ჯავშანვაგონი ღირსეულად მონაწილეობს მრავალპოლარული სამყაროს და თანასწორი, განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში.
ამავდროულად, მოსალოდნელია რუსეთის რკინიგზის „მონსტრების“ სტრატეგიული პოტენციალის ზრდა. სარაკეტო ჯარების სარდლის, სერგეი კარაკაევის ინფორმაციით, 2014 წლიდან რუსი კონსტრუქტორები ავითარებენ რკინიგზის ბირთვულ საბრძოლო კომპლექსს „ბარგუზინი“, რომელსაც ექვსი „იარს“-ის ტიპის მძლავრი შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტის ტარება შეუძლია. ასეთი მატარებელი მიესადაგება სარაკეტო ჯარების სრულ პოლკს, ხოლო „ბარგუზინის“ დივიზიონურ კომპლექტში, სავარაუდოდ, ხუთი ასეთი პოლკი იქნება. 2016 წელს „ბირთვული მატარებლისთვის“ განკუთვნილი რაკეტის პირველი საცდელი გაშვება წარმატებით განხორციელდა. ახალი კომპლექსის შეიარაღებაში მიღება ახლო მომავალშია მოსალოდნელი.
„ბირთვული მატარებლების“ მდებარეობის დადგენა რუსეთის სივრცეებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
რუსეთის რკინიგზის „მონსტრებს“ რთული საბრძოლო ამოცანების შესრულების უნარი აქვთ. სწორედ ამიტომ, როგორც უკრაინის ფრონტზე, ისე სხვა ცხელ წერტილებში, ახლაც და არც თუ ისე შორეულ მომავალშიც, ისინი კოლექტიურ დასავლეთს კომფორტულ „ჰეგემონიას“ და ჩვეული დაუსჯელობის განცდას არ უქადიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე