თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქალაქ კასპის ახალ სპორტკომპლექსში 4-5 ივლისს ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ტურნირი 60, 70, 80, 90 და +90 კგ წონით კატეგორიებში ჩატარდება და გამარჯვებული თასის, მედლებისა და სიგელების გარდა ფულად პრიზსაც მიიღებს.
პირველი ადგილზე გასული 900 ლარს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი - 700 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ფალავანს 500 ლარი გადაეცემა.
4 ივლისს ასპარეზობა +90 კგ წონით კატეგორიაში დაიწყება. 5 ივლისს ფალავნები 60, 70, 80, 90, +90 წონებში იჭიდავებენ.
შეჯიბრებას ორგანიზებას ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია უწევს. ტურნირის მთავარი მსაჯი გიორგი გაჩეჩილაძე იქნება.