თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. დუბლინში რაგბიში ევროპის ჩემპიონთა თასისა და „ჩელენჯ თასის" ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა, იუწყება პირველი არხი.
წილისყრის შედეგად ქართული გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ოსფრიზი“ (უელსი), „ქონოჰი“ (ირლანდია), „ძებრე პარმა“ (იტალია), „მონპელიე“ (საფრანგეთი) და „მონტობანი“ (საფრანგეთი) იქნებიან.
B ჯგუფში „ლიონი“ (საფრანგეთი), „ნიუკასლი“ (ინგლისი), „ნიუპორტი“ (უელსი), „ბენეტონი“ (იტალია), „ლაიონზი“ (სამხ. აფრიკა) და „პერპინიანი“ (საფრანგეთი) მოხვდნენ, ხოლო C ჯგუფში „ჩიტაზი“ (სამ.აფრიკა), „კარდიფი“ (უელსი), „ექსეტერი“ (ინგლისი), „სტად ფრანსე“ (საფრანგეთი), „რასინგი“ (საფრანგეთი) და „ალსტერი“ (ირლანდია) ითამაშებენ.
თამაშების გამართვის თარიღი:
პირველი ტური – 5/6/7 დეკემბერი, 2025 წელი;
მეორე ტური – 12/13/14 დეკემბერი, 2025 წელი;
მესამე ტური – 9/10/11 იანვარი, 2026 წელი;
მეოთხე ტური – 16/17/18 იანვარი, 2026 წელი;
მერვედფინალი – 3/4/5 აპრილი, 2026 წელი;
მეოთედფინალი – 10/11/12 აპრილი, 2026 წელი;
ნახევარფინალი – 1/2/3 მაისი, 2026 წელი;
ფინალი – 22 მაისი, 2026 წელი.
„ჩელენჯ თასი" მეორე უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო ტურნირია ევროპაში. თასის ძირითად გათამაშებაში 20 გუნდი მონაწილეობს.