თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს რიგი სიახლეების დანერგვას, მათ შორის მთავრობის ანგარიშვალდებულების, კომიტეტების დასახელებისა და მუშაობის პროცედურების საკითხში, ძალაში შევიდა.
პარლამენტის რეგლამენტი არის კანონი, რომელიც არეგულირებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, მათ შორის კანონების მიღებას, მოქალაქეთა ინიციატივების განხილვას, მთავრობის ანგარიშვალდებულებას და პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
„დღეიდან საქართველოს პარლამენტი ახალი რეგლამენტით იმუშავებს. პარლამენტის რეგლამენტი არის ცოცხალი დოკუმენტი. წესი არის, რომ ახალი პარლამენტი იღებს ახალ რეგლამენტს, რაც საპარლამენტო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გამოვლინებაა", - განაცახდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
უკვე ძალაში შესული რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური ანგარიშით აღარ წარდგება. ამასთან, 16 კომიტეტიდან ექვსს სახელწოდება შეეცვალა:
1.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი2.
განათლების, მეცნიერებისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი3.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი4.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი5.
დიასპორის კომიტეტი6.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი7.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი8.
იურიდიული კომიტეტი9.
კულტურის კომიტეტი10.
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი11.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი12.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი13.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი14.
სოფლის მეურნეობის კომიტეტი15.
სპორტის კომიტეტი16.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიკომიტეტებს უფლება აქვთ განსაზღვრონ სხდომების პერიოდულობა და დღის წესრიგი, ამასთან ვალდებული არიან თვეში მინიმუმ ერთი სხდომა ჩაატარონ.
ამასთან, კომიტეტები პლენარულ სხდომამდე აღარ განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ნებისმიერ თანამდებობაზე არჩევა, საპარლამენტო კომისიების შექმნა, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და იმპიჩმენტის საკითხი.
ასევე, რეგლამენტის თანახმად, ამიერიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზის სექტორებად დაყოფა და სხდომაზე პირების დაშვების საკითხი მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის კომპეტენცია იქნება. პარლამენტის სხდომის გამართვის საათები იქნება 12:00−21:00 საათი.
გარდა ამისა, დეპუტატები ვეღარ შეძლებენ პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, მათ უფლება ექნებათ მხოლოდ სესიის დღის წესრიგში არსებული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართონ ბოიკოტს.