ბოლო პერიოდში დასაქმებული მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა გარკვეულ სფეროებში - მიწიდების სერვისი, ტაქსი, სილამაზის ინდუსტრია, ასევე ტურისტულ და სარესტორნო ბიზნესში.
უცხოელთა დასაქმების წინააღმდეგ პირველად პროტესტი კურიერებმა გამოხატეს, მოგვიანებით კი - სხვა პროფესიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც რეგულარულად დაიწყეს საპროტესტო აქციების გამართვა.
სახელმწიფომ რეაგირება მოახდინა ახალი წესებით: 2026 წლის 1 მარტიდან უცხოელებს აეკრძალებათ სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა. ამასთან, შეიზღუდება უცხოელი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი პროფესიების სია, რათა ადგილობრივები არ დარჩნენ სამუშაო ადგილის გარეშე.
უცხოელებს სამუშაოზე აიყვანენ იმ სფეროებში, სადაც კადრების დეფიციტი იქნება. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის დარღვევა ითვალისწინებს დამსაქმებელი კომპანიისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჯარიმებას 2-დან 7 ათას ლარამდე.
ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა თბილისში რამდენიმე რეიდი ჩაატარეს, რომლის შედეგად ათობის არალეგალი დააკავეს აღნიშნულ პირებს შორის იყვნენ ინდოეთის, ირანის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები - მათ ქვეყანა ნებაყოფლობით უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპორტაცია ემუქრებათ.