როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

უახლოეს დღეებში დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი პლუს 31 გრადუსს მიაღწევს.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში არამდგრადი ამინდები 4-5 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთში კი სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ქარი.
რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში პლუს 26 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პლუს 32 გრადუსია მოსალოდნელი.
დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 31 გრადუსს მიაღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისის შემდეგ გამოიდარებს და ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს.