ზაფხულის სეზონი ძალას იკრებს: როგორ ერთობიან ტურისტები თბილისში - ფოტო

ივნისი მიიწურა, რაც ნიშნავს, რომ ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის - საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდა შეიმჩნევა. ფოტოლენტაში იხილეთ საქართველოს დედაქალაქში თუ როგორ ატრებენ დროს ტურისტები
Sputnik
საქართველოს მთავრობა 2025 წელს ტურიზმიდან შემოსავლის რეკორდულ ზრდას - 4,7 მლრდ დოლარამდე ელოდებიან. გასულ წელს ტურიზმის სფერომ ქვეყანას 4,4 მლრდ დოლარი მოუტანა.
1 / 15

მეტეხის ხიდიდან ტურისტები ათვალიერებენ თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლს და მეტეხის ხიდს, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება.

2 / 15

.ტურისტების ჯგუფი აბანოთუბანში, რომელიც ცნობილია გოგირდის აბანოებით. აბანოები, რომლებიც მე-16 საუკუნიდან არსებობს, არამხოლოდ ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, არამედ ღიაა მოქალაქეებისთვის.

3 / 15

გართობა ცხელ ამინდში - ამ ზაფხულს მკვეთრად გაიზარდა კატერების რაოდენობა, რომლითაც ტურისტები მდინარე მტკვარზე სეირნობენ.

4 / 15

.სომეხი ტურისტები სამსახსოვრო ფოტოებს იღებენ ძველ თბილისში, მეტეხის ტაძრის ეზოში.

5 / 15

აბანოთუბანში ტურისტები ერთობიან ქართული მუსიკისა და სიმღერის ფონზე. საღამოობით აქ ბევრი ადამიანი იკრიბება.

6 / 15

თბილისის ცენტრში ღვინისა და სუვენირების მრავალი მაღაზიაა, სადაც ტურისტებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ.

7 / 15

ტურისტების ჯგუფი მეტეხის ხიდზე. სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს საქართველოს უფრო მეტი ტურისტი ეწვია, ვიდრე 2024 წელს.

8 / 15

ტურისტების რაოდენობით ლიდერი ქვეყნების ხუთეულშია - თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ისრაელი და აზერბაიჯანი.

9 / 15

შემდეგ მოდის ირანი, ინდოეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსი. ამასთან, შემცირდა ტურისტების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან - კლება 4%-ია.

10 / 15

ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლები ტურისტი ჩამოდის პოლონეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან და ესტონეთიდან.

11 / 15

ამასთან, გაიზარდა საქართველოში ტურისტების რაოდენობა ნიდერლანდებიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან და იტალიიდან. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ტურისტების რაოდენობით ლიდერ პოზიციაზეა გერმანია.

12 / 15

2025 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა ტურისტების რაოდენობის ზრდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - ომანი, იორდანია, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი.

13 / 15

2025 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა ტურისტების რაოდენობის ზრდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - ომანი, იორდანია, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი.

14 / 15

ტურისტების ჯგუფი ევროპის მოედანზე გიდის თანხლებით.

15 / 15

ღამის თბილისში მდინარე მტკვარზე კატერით გასეირნება.