კონფლიქტის ცხელ ფაზაში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ირანმა, თავის მხრივ, დაბომბა ისრაელის ტერიტორია და ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუტია.
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები სიფრთხილით ადევნებდნენ თვალყურს ისრაელ-ირანის დაპირისპირების განვითარებას, რომელიც 12 დღე გაგრძელდა. ამავდროულად, რეგიონის თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი ურთიერთობები და კავშირები ისლამურ რესპუბლიკასთან.
რა ფაქტორები იყო და იქნება გადამწყვეტი კრიზისის შემდგომი განვითარების შემთხვევაში საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, არკვევდა Sputnik-საქართველო.