თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის აპრილში სოსო რამიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღლაკელიძეს 2019 წლიდან დღემდე შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
გასულ წლებში მაღლაკელიძე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე.