რიკოთის გვირაბში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. რიკოთის გვირაბში ავტოავარიას ერთი პირი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა - ტრანსპორტის ნაკადი შემოვლით გზაზე გადაერთო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.