ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოსგან გაწეული დახმარება არ იყო მათი დანაკარგის შესაბამისი, თუმცა, მათი ნაწილი შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრირდა და ასე თუ ისე გაიუმჯობესა ცხოვრების პირობები დასაქმების ან საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად წასვლის გზით.
ბოლო წლებში საქართველოსთვის აქტუალური გახდა მეზობელი ქვეყნებიდან ლტოლვილების პრობლემა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებს ძირითადად შეიარაღებული კონფლიქტების, ეკონომიკური კრიზისის და ასევე სტიქიური უბედურებების შედეგად ტოვებენ.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა გავლენას ახდენს იმ ფაქტზე, რომ აქ ლტოლვილები არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და აფრიკიდანაც, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. ისინი ცდილობენ ქვეყანაში როგორმე თავი გადაირჩინონ, აქ იპოვონ თავშესაფარი და შემოსავალი, რაც მათ არსებობის საშუალებას მისცემს.