რატომ არის ქართული სამზარეულო ასეთი პოპულარული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - ვიდეო

ქართული სამზარეულო კერძების მრავალფეროვნების, მდიდარი გემოსა და ქვეყნისისტორიასა და კულტურასთან მჭიდრო კავშირის წყალობით პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ
Sputnik
თანამედროვე ქართული სამზარეულო აერთიანებს სხვა ქვეყნების, როგორიცაა ბერძნული, თურქული, ირანული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოებს, რაც მას უნიკალურს და ბევრისთვის მიმზიდველს ხდის.
ქართულ სამზარეულოში არის კერძები, რომლებიც მისაღებია როგორც ვეგეტარიანელებისთვის, ისე ყველისა და ხორცის მოყვარულებისთვის. ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარული და ცნობილი კერძებია - ხინკალი, საცივი, ხარჩო, სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური.
ხორცისა და ვეგეტარიანულ კერძებში აქტიურად გამოიყენება სანელებლები, მწვანილები და თხილი. ბოლო წლებში ქვეყანაში ღვინის ტურიზმის პარალელურად აქტიურად ვითარდება გასტრონომიული ტურიზმი.
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული სამზარეულო პოპულარული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, შემდეგ კი იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ახლა ქართული სამზარეულოს რესტორნებს შეიძლება თითქმის ყველა კონტინენტზე, ათობით ქვეყანაში შეხვდეთ