თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ვაზიანის შემოსავლელ მონაკვეთზე 17-18 ივნისის პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 0-4 კილომეტრ მონაკვეთზე არსებულ ვაზიანის შემოსავლელ მონაკვეთზე არსებული დეფექტების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც სავალი ნაწილი შევიწროვდება ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.
„საავტომობილო გზაზე შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე”, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ტრანსპორტის აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.