თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „რუსეთსა და საქართველოს შორის სპორტულ-კულტურული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში 17 ივნისს გაიმართება, ნათქვამია რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ირაკლი ფირცხალავა, გიორგი მელიქიშვილი, აჩი ფურცელაძე, გიგა გვენეტაძე, ირაკლი ნიშნიანიძე და სხვა პოპულარული არტისტები.
ღონისძიება გაიმართება პრეჩისტენკას ქუჩაზე, №19-ში მდებარე ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეაში - დარბაზი „იაბლოკო".