პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რუსი და უცხოელი პარტნიორების საქმიანი ზონა იმუშავებს

Sputnik
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის სივრცეში Roscongress International-ის საქმიანი ურთიერთობის ზონა იმუშავებს, სადაც რუსი და უცხოელი ბიზნესმენები ერთობლივ პროექტებზე მსჯელობას შეძლებენ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„წელს პირველად, საერთაშორისო პლატფორმა Roscongress International– ის ეგიდით, ორგანიზებული იქნება საქმიანი კომუნიკაციის ზონის მუშაობა, რომლის მიზანია რუსული და უცხოური ორგანიზაციების გაერთიანება სხვადასხვა პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის. საქმიანი ზონა, რომელიც ურთიერთობის მრავალფეროვან ფორმატებს გვთავაზობს, ეჭვგარეშეა, რომ ფორუმის რუსი და უცხოელი მონაწილეების მიზიდულობის წერტილი გახდება“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ანტონ კობიაკოვმა, რომელიც პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის პასუხისმგებელი მდივანია.
აღინიშნება, რომ Roscongress International-ის პარტნიოტრთა შორიას არიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ASEAN-ის საქმიანი საკონსულტაციო საბჭო და ასევე რუსეთი-ASEAN-ისსაქმიანი საბჭო, რომლებიც საკუთარ სტენდებს წარმოადგენენ.
გარდა ამისა, საქმიანი ურთიერთობის ზონაში წარმოდგენილი იქნებიან ინდონეზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საუდის არაბეთის ინვესტიციების სამინისტრო, ასოციახია „შევიცნობთ ევრაზიას“ და რუსეთის „პრომსელხოზბანკი“.
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 18-21 ივნისს გაიმართება. მისი მთავარი თემა იქმება „საერთო ღირებულებები — ზრდის საფუძველი მრავალპორალურ მსოფლიოში“. „რია ნოვოსტი“ ფორუმის საინფორმაციო პარტნიორია.