თენგიზ კიტოვანი და მისი როლი საქართველოს ახლ ისტორიაში - ვიდეო

თენგიზ კიტოვანი დაიბადა 1938 წლის 9 ივნისს თბილისში, მიიღო უმაღლესი სამხატვრო განათლება. მისი კლასელები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ასევე გელა ჩარკვიანი და გურამ დოჩანაშვილი
Sputnik
ყველა მათგანი პოლიტიკური მოვლენების მონაწილე გახდა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. 1970-იან წლებში კიტოვანმა ავარიაში ადამიანი იმსხვერპლა - მას 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
კიტოვანმა დიდი როლი შეასრულა მოვლენებში, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს ბედი განსაზღვრა. მას მიიჩნევდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილ პირად. პრეზიდენტმა ის დანიშნა ეროვნული გვარდიის სარდლად, რომელიც სსრკ-ის არსებობის ბოლო წლებში შეიქმნა.
კიტოვანი 1990 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. მოსკოვში პუტჩის შემდეგ 1991 წლის 19 აგვისტოს კიტოვანმა გამსახურდია „გკჩპ“-ს წინაშე კაპიტულაციაში დაადანაშაულა. 1991 წლის 22 დეკემბერს კიტოვანმა რუსთაველზე პარლამენტის შენობის შტურმის ბრძანება გასცა.
შენობას შეიარაღებულ მომხრეებთან ერთად აფარებდა გამსახურდია, რომელიც თბილისის ცენტრში რამდენიმე კვირიანი დაპირისპირების და ბრძოლების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. მან თავი ჩეჩნეთში ჯოხარ დუდაევთან შეაფარა.
თენგიზ კიტოვანმა, „მხედრიონის“ ლიდერ ჯაბა იოსელიანთან და თენგიზ სიგუასთან ერთად, დააარსა სამხედრო საბჭო და მათ ქვეყანაში სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს, რომელიც გამსახურდიას შემდეგ პრეზიდენტი გახდა.
შევარდნაძე კიტოვანის ეროვნულ გვარდიასა და იოსელიანის „მხედრიონს“ დასავლეთ საქართველოში ზვიადისტებთან ბრძოლაში იყენებდა. შემდგომში, 1995 წელს კიტოვანი უკანონო შეიარაღებული სამხედრო ფორმირების შექმნისთვის დააპატიმრეს.
1999 წელს კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიწყალეს, ის გადავიდა მოსკოვში, საიდანაც სიცოცხლის ბოლომდე შევარდნაძესა და სააკაშვილს აკრიტიკებდა.