გლდანში ქუჩის კალათბურთის ტურნირი გაიმართა - ვინ გაიმარჯვა ამჯერად

უბნის საკალათბურ ტურნირში გუნდი Scooby მეორე წელია პირველობას არ თმობს.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გლდანში ტურნირი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2025" გაიმართა, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, ტურნირში, რომელიც ფიბა-ს სტანდარტების დაცვით ჩატარდა, 12 გუნდი მონაწილეობდა.
საპრიზო I ადგილი დაიკავა გუნდმა Scooby, II ადგილი - „მუხიანის ლომებმა“, ხოლო III ადგილი - „ბებერმა არწივებმა“.
ფინალურ თამაშებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტარ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულებს მედლები, თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
ტურნირის ფარგლებში დამატებით ორი კონკურსი გაიმართა.
ნომინაციის „საუკეთესო ჩატენვა" გამარჯვებული დავით დადუნაშვილი გახდა, ხოლო „საუკეთესო მსროლელის" ტიტული ვოვა თავაქარაშვილმა მოიპოვა. ტურნირის MVP კი გახდა ლუკა კალატოზიშვილი, აღნიშულია ინფორმაციაში.
დავით დადუნაშვილმა „საუკეთესო ჩატენვაში" პირველობა შარშანაც მოიპოვა. გუნდი Scooby იყო „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2024" წლის გამარჯვებულიც.