საქართველოში მართლმადიდებლებმა ყოვლადწმინდა სამების დღეს აღნიშნეს - ვიდეო

ყოვლადწმიდა სამების დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც მართლმადიდებელი ქრისტიანები 2025 წელს 8 ივნისს აღნიშნავენ, საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა
Sputnik
დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება სამების საკათედრო ტაძარში. სულთმოფენობა - სულიწმიდის გარდამოსვლა - ერთ-ერთი (მოძრავი) ათორმეტთაგანია, ქრისტიანული სამყარო მას აღდგომიდან 50-ე დღეს ზეიმობს. უძველესი დროიდან სამება დედამიწაზე ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნების დღედ მიიჩნევა. სწორედ ამ დღეს წმიდა სულმა მიანიჭა განსაკუთრებული ძალა მოციქულებს, რათა მთელს მსოფლიოში ქრისტიანობა ექადაგათ.
ეს აღნიშნავდა რომ ღმერთი არის ერთარსი, მაგრამ სამპიროვანი, ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი - მამა, ძე და წმიდა სული, რომლებიც ქმნიან სამყაროს და აკურთხებენ მას ღვთიური მადლით.
სამების დღესასწაული დაადგინეს მოციქულებმა, საეკლესიო კალენდარში შეტანილია IV საუკუნის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობის ძირითად დოგმატად აღიარებულ იქმნა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი.