თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლების შეერთებულმა შტატებმა სასანქციო ჩამონათვალში შეიყვანა, აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეების მიმართ სამართლებრივ დევნაში ისე მონაწილეობდნენ, რომ თავად ამ სახელმწიფოებისგან თანხმობა არ ჰქონდათ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
„აღნიშნული პირები პირდაპირ მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ძალისხმევებში, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეების მიმართ გამოძიებას, დაკავებასა და დაპატიმრებასა თუ დევნას ითვალისწინებდა, თავად ამ სახელმწიფოების თანხმობის გარეშე“, — აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მანამდე აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის ოთხ მოსამართლეს ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიზაციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზეზით.