თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ჩვიდმეტი ძიუდოისტი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელიც 13-დან 20 ივნისს ბუდაპეშტში გაიმართება.
საქართველო მამაკაცთა შორის ყველა წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. ორ წონით კატეგორიაში გუნდს ორ-ორი სპორტსმენი წარმოადგენს: ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი 81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეეცდებიან.
ქალთა შორის საქართველოს 57 კგ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე წარადგენენ.
ვაჟები:
გიორგი სარდალაშვილი (–60 კგ)
ვაჟა მარგველაშვილი (–66 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (–73 კგ)
ტატო გრიგალაშვილი (–81 კგ)
ზაურ დვალაშვილი (–81 კგ)
ლაშა ბექაური (–90 კგ)
ლუკა მაისურაძე (–90 კგ)
ილია სულამანიძე (–100 კგ)
გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
გოგონები:
ეთერ ლიპარტელიანი (–57 კგ)
ნინო ლოლაძე (–57 კგ)
ეთერ ასკილაშვილი (–63 კგ)
სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)
გუნდური ასპარეზობისთვის ნაკრებს დაემატებიან:
მიხეილ ბახბახაშვილი
გიორგი ჯაბნიაშვილი
საბა ინანეიშვილი
მარიამ ჭანტურია
ნაკრების მთავარი მწვრთნელები:
ლაშა გუჯეჯიანი
გიორგი თენაძე
უნგრეთმა მსოფლიო ჩემპიონატს 2017 და 2023 წლებშიც უმასპინძლა.