თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ვაკე-საბურთალოს რაიონში დაახლოებით 3,8 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
უწყების ცნობით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვაკის მოსახლეობის ნაწილის ბუნებრივი აირის მიწოდება 29 მაისის 22:00 საათიდან 30 მაისის 10:00 საათამდე დროებით შეუწყდება.
გაზმომარაგება შეუწყდება როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 30 მაისის 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე სრულად აღდგება.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.