თბილისი მსოფლიოს საუკეთესო კულტურული ქალაქების სიაში მოხვდა

რეიტინგში მსოფლიოს 20 ქალაქი შევიდა, რომელთაგან საქართველოს დედაქალაქმა მე-12 ადგილი დაიკავა.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. სამოგზაურო გამოცემა Time Out Abudhabi-ის გამოკითხვის თანახმად, თბილისი მსოფლიოს 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქს შორის დასახელდა, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემამ 18,5 ათას მკითხველს შეკითხვით მიმართა, თუ რომელია მსოფლიოში გამორჩეული ქალაქები ხელოვნებით, თეატრით, მუსიკისა და სხვა კულტურული მიმართულებით.
რეიტინგში მსოფლიოს 20 ქალაქი შევიდა, რომელთაგან საქართველოს დედაქალაქმა მე-12 ადგილი დაიკავა.
ჩამონათვალში პირველი სამი ადგილი პარიზს, ფლორენციასა და ედინბურგს უკავია. აღნიშნულ ქალაქებთან ერთად სიაში მოხვდა ამსტერდამი, ბარსელონა, ლისაბონი და სხვა ტურისტულად ცნობილი ქალაქები. კულტურული ქალაქების სიას აბუ-დაბი ასრულებს.