თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 26 მაისიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნთქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
„გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).