საგარეჯოს შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპოპრტისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება

შეზღუდვების მიზეზი საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილი სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საგარეჯოს შემოსავლელ მონაკვეთზე 27 მაისიდან 8 ივნისამდე პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კ27-35 კილომეტრ მონაკვეთზე არსებულ საგარეჯოს შემოსავლელ მონაკვეთზე ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც სავალი ნაწილი შევიწროვდება ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე მიმართულებით).
„საავტომობილო გზაზე შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე მიმართულებით)”, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ტრანსპორტის აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.