თბილისი, 26 მაისი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რა დროსაც ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთი პირი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, რომელიც „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და მეხანძრე-მაშველების ჯგუფები არიან მობილიზებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.