ფიცის დადების შემდეგ რეკრუტებმა ქალაქის ცენტრში სამხედრო მარშით ჩაიარეს. ცერემონიას თვალყურს ადევნებდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით მოქალაქე. ფიცის დადების ცერემონია ქვეყნის მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ზეიმის სამხედრო და ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დაიწყო სახალხო მსვლელობა. დღეს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტი მოძრაობა აკრძალულია.
თავისუფლების მოედანზე, წინა წლების მსგავსად, გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. აღნიშნული გამოფენა საინტერესოა არამარტო უფროსებისთვის, არამედ ბავშვებისთვის, მოქალაქეები ოჯახებით მიდიან, რათა სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ.