თბილისი, 25 მაისი – Sputnik. „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ გარისკა და, კვარაცხელიას ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.
შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, ბრედლი ბარკოლას დუბლითა და ჰაკიმის გოლით „პსჟ" პირველივე ტაიმში ანგარიშით 3:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „პსჟ"-მ, საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ, საფრანგეთის თასიც მოიპოვა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 31 მაისს გამართავს – ლუის ენრიკეს გუნდი მიუნხენის „ალიანც არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.