მოკლული ბრალდებულის მეუღლეს SMS-ებს წერდა: ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

სამართალდამცველებმა მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქუთაისში მეზობელმა მეზობელი, 55 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი".
შემთხვევა ქუთაისში, ჩანჩიბაძის ქუჩაზე 19 იანვარს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცებს შორის დაპირისპირებისას, ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები.
სამართალდამცველებმა მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მოკლული მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მეუღლეს ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა, რაც სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.