მიმოხილვა: ავიაკოსმოსური გამოფენა მალაიზიაში - LIMA- ს რუსული თავისებურებანი

Sputnik
მალაიზიის კუნძულ ლანგკავიზე 20-24 მაისს მიმდინარე საერთაშორისო ავიაკოსმოსური და საზღვაო თავდაცვითი ტექნიკის გამოფენაზე LIMA-2025 რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთიანი ექსპოზიცია მთავარი ინტერესის ცენტრი გახდა. რუსული წარმოების თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების, სახმელეთო და საზღვაო ტექნიკის საიმედოობა, ეფექტიანობა და საბრძოლო შესაძლებლობები არაერთხელ დამტკიცდა რეალურ ოპერაციებში, ურთულეს პირობებში. ბოლო წლებში რუსეთის სამხედრო ტექნიკისადმი საერთაშორისო ინტერესს დამატებით ზრდის უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია.
მალაიზიის შეიარაღებული ძალები წარმატებით იყენებენ რუსეთის წარმოების სახმელეთო ტექნიკას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს. სამეფო საჰაერო ძალების ძირითადი ბირთვი Су-30МКМ ტიპის გამანადგურებლებია (წარსულში — МиГ-29), რომლებსაც ტექნიკურ მომსახურებას აღმოსავლეთ მალაიზიაში არსებული რუსულ-მალაიზიური ერთობლივი საწარმო Aerospace Technology Systems Corporation აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ „როსობორონექსპორტი “ მალაიზიურ გამოფენებში 2019 წლის შემდეგ პირველად მონაწილეობს, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ექსპერტების ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
„როსობორონექსპორტმა“ გამოფენაზე წარმოადგინა შეიარაღება და ტექნიკა უსაფრთხოების ყველა სტრუქტურისთვის. გამოფენილი ნიმუშების უმრავლესობა საბრძოლო პირობებშია გამოცდილი და გაუმჯობესებულია რეალური გამოცდილების გათვალისწინებით. მცირე და ახლო რადიუსის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები — „Панцирь-С1М“, „Панцирь-СМД-Е“ და პორტატული კომპლექსი „Верба“ — ეფექტიანად უპირისპირდება ნებისმიერი ტიპის საფრთხეს: უპილოტო აპარატებს, ფრთოსან რაკეტებსა და ზალპური ცეცხლის სისტემების ჭურვებს. საშუალო დისტანციებზე მოქმედებისთვის გამორჩეულია С-350Е „Витязь“ და „Викинг“-ის კომპლექსები, ხოლო შორ მანძილზე — ЗРС „Антей-4000“. დრონებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის წინააღმდეგ წარმოდგენილია რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე საშუალებები.
მიუხედავად იმისა, რომ გამოფენის მთავარი აქცენტი ავიაციაზეა, ექსპოზიციაში განსაკუთრებულ ყურადღებას მეხუთე თაობის უახლესი გამანადგურებელი Су-57Э იპყრობს. მაღალი მანევრულობით გამოირჩევა ასევე Су-35С და Су-30СМ. ძლიერი სატვირთო თვითმფრინავი Ил-76МД-90А(Э) 60 ტონა ტვირთის 4000 კილომეტრამდე მანძილზე გადატანას უზრუნველყოფს. ფართოდ არის წარმოდგენილი რუსული ვერტმფრენების ხაზი — მსოფლიოში აღიარებული საბრძოლო მოდელები Ка-52Э და Ми-28НМЭ, მრავალმიზნობრივი Ми-171А3, მსუბუქი მრავალფუნქციური „ანსატი“ და სახანძრო Ка-32А11М.
ბრძოლაში გამოცდილი რუსული უპილოტო საფრენი აპარატები „ორლან-10Е“ და „სკატ-350M“, ასევე ბარაჟირებადი საბრძოლო საშუალება „კუბ-Е“, ეფექტიანად ასრულებენ როგორც სამხედრო, ისე სპეციალურ საპოლიციო ამოცანებს. ყველა ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია როგორც საბოლოო სახით, ასევე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთობლივი წარმოების ფორმატით.
საკმაოდ მასშტაბურია საზღვაო თემატიკა LIMA-2025-ის საერთაშორისო გამოფენაზე. „როსობორონექსპორტმა“ წარმოდგინა საპატრულო ხომალდი პროექტი 22160 და ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი პროექტი 12701 „ალექსანდრიტ-Э“. ავტომატური, უეკიპაჟო წყალქვეშა აპარატი „კლავესინ-1РЭ“ ასახავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობებს საზღვაო რობოტოტექნიკის მიმართულებით.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზღვაო ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს პროექტი 22160-ის საპატრულო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია სანაპირო და საპატრულო მისიისთვის ტერიტორიულ წყლებში, ასევე 200-მილიანი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის დაცვისა და კონტროლისთვის, როგორც ღია, ისე დახურულ ზღვებში. ხომალდი აღჭურვილია თანამედროვე საარტილერიო და საზენიტო შეიარაღებით, შეუძლია ტვირთოს Ка-27 ПС ტიპის ვერტმფრენი და ჩაერთოს სამაშველო ოპერაციებში.
დიდ ინტერესს იწვევს ასევე პროექტი 12701 „ალექსანდრიტ-Э“. ის განკუთვნილია საზღვაო ბაზების, სანაპირო ზონებისა და საზღვაო გზების ნაღმებისგან დაცვისთვის, ნაღმების აღმოჩენისთვისა და განადგურებისთვის. ამავდროულად, თვითონაც შეუძლია ნაღმური ბარიერების განთავსება. აღჭურვილია თანამედროვე საარტილერიო და საზენიტო შეიარაღებით. ბორტზე ასევე განთავსებულია ტელემართვადი ნაღმსაწინააღმდეგო კატარღა Inspector-MK2. მისი სვლის დიაპაზონი 1500 მილია, ავტონომია — 10 დღე.
„როსობორონექსპორტში“ აცხადებენ მზადყოფნას, მალაიზიაში დაიწყონ საპატრულო და ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების ადგილობრივი წარმოება. შეგახსენებთ, რომ ადრე ინდოეთი დაინტერესდა პროექტი 12701-ის ხომალდების შეძენით და ერთობლივი მშენებლობით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „როსობორონექსპორტის“ შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება. მალაიზიის გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც მოქმედი, ისე პერსპექტიული კოსმოსური აპარატები: მათ შორის „რესურს-П“, „აისტ-2Т“, ასევე საკოსმოსო რაკეტები „სოიუზ-5“ და „ამური“. უცხოელი სპეციალისტები განსაკუთრებული ინტერესით სწავლობენ რუსულ-ბელარუსულ თანამგზავრს „კანოპუს-В“, რომელიც განკუთვნილია დედამიწის დისტანციური ზონდირებისათვის. ხოლო საკონსტრუქტორო ბიურო „არსენალის“ სტენდზე გამოფენილია ორბიტალური მოდული, რომელიც სამეცნიერო აპარატურის მთვარეზე და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე გადატანის საშუალებას იძლევა.
საერთაშორისო საზღვაო და ავიაკოსმოსური გამოფენა LIMA კუნძულ ლანგკავიზე 1991 წლიდან ყოველ ორ წელიწადში იმართება და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში უდიდეს ღონისძიებად ითვლება. ბაზრის პოტენციალი, მართლაც დიდია. შეიძლება ითქვას, რომ რუსული სამხედრო მრეწველობის ფლაგმანების ტრიუმფალური დაბრუნება მალაიზიაში რეგიონის ქვეყნებს ახალ კონტრაქტებსა და ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას ჰპირდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე