პუშკოვი: ტრამპმა იცის, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება შეუძლებელია

Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დასავლეთი ძველებურად მცდარად ფიქრობს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება შესაძლებელია, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი კი აცნობიერებს, რომ ეს შეუძლებელია, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის წევრმა ალექსეი პუშკოვმა.
„ისინი კვლავ ამოდიან გზავნილების მანკიერი და უკვე უარყოფილი პრაქტიკიდან, რომ შეუძლიათ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, თუ ცოტა მეტად დაიძაბებიან. ტრამპი ასე არ ფიქრობს. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ეს შეუძლებელია“, — წერს რუსი სენატორი სოციალურ ქსელში.
ამით მან კომენტარი გააკეთა Financial Times-ის სტატიაზე, რომლის თანახმადაც, „ევროპელი ლიდერები გაოგნებული არიან“ ტრამპის პუტინთან სატელეფონო საუბრით.
პუტინმა და ტრამპმა ორშაბათს, 19 მაისს, ტელეფონით ისაუბრეს. მთავარი თემა — ეს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება იყო. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის იმუშაოს უკრაინულ მხარესთან მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმზე. თავის მხრივ, ტრამპმა, საუბრის შემდეგ, თქვა, რომ ის არ აწესებს ახალ სანქციებ რუსეთის წინააღმდეგ, რადგან არსებობს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შანსი.