თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სტამბოლში დაწყებულ მოლაპარაკებებსა და უკრაინის განცხადებას, რომ თითქოს მშვიდობისკენ ისწრაფის, კიევის მხრიდან რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შემცირება არ მოჰყოლია, განაცხადა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა კიევის საკითხებში როდიონ მიროშნიკმა.
„სტამბოლში დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესსა და უკრაინული მხარის განცხადებას, თითქოს მშვიდობიანი დარეგულირებისკენ ისწრაფის, არ შეუმცირებია უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების ინტენსივობა. თავდასხმებით დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ გასულ კვირაში ას კაცს გადააჭარბა, ხოლო „მოფრენების“ რაოდენობა რაიონში ყოველდღიურად 300 დარტყმაზე ნარჩუნდებოდა“, — წერს მიროშნიკი Тelegram-არხზე.
მისი მონაცემებით, 12-18 მაისი პერიოდში კიევის მოიერიშე დრონებით დაშავებულია 104 მშვიდობიანი მოქალაქე: დაჭრილია 87 ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი, დაღუპულია 17 ადამიანი.