ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ვაკეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა თბილისში, რაზმაძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
ხანძრის გამო, კორპუსის ორი სადარბაზოს მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.