თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია The Georgian Palate გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის და დასახელების ქართული ღვინოები
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის სარა ებოტის კომპანიასთან Swirl Wine Group LTD 2015 წლიდან თანამშრომლობს.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კომპანიას Swirl Wine Group-ი უძღვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია-ტურები.