საქართველო რუსეთში ტურისტული მიმართულებების ანტირეიტინგულ ტოპ-ათეულშიც კი შევიდა და მე-7 ადგილი დაიკავა - მიზეზი გახდა პოლიტიკური მოვლენები და ბოლო პერიოდში სურსათზე, სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა. ამასთან, საქართველო იგივე რეიტინგში რუსებს შორის პოპულარული მიმართულებების ტოპ-სამეულში აღმოჩნდა - მან ხმების 15% მიიღო. მართალია, სამხრეთ კავკასიის რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან და თურქეთთან ერთად.