ბექაური ტატამზე დაბრუნდა: ძიუდოისტმა La Nucia-ს ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბექაურისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს პირველი ტიტულია
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე „La Nucia European Open 2025" ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა, იუწყება „პირველი არხი".
ბექაურმა ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდადი რვა წამში დაამარცხა და პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.
ტურნირში 41 ქვეყნის 432-მა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა.