რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „სევერი“ უკრაინის ნაწილებს გამანადგურებელი ცეცხლით ხვდება, მეთოდურად და თავდაჯერებულად აფართოებს უსაფრთხოების ზონას სუმის ოლქში, ანადგურებს მოწინააღმდეგის სასაზღვრო ლოგისტიკას სუმი–პუტივლი–გლუხოვოს ხაზზე.
უკრაინის არმიის მრავალი მცდელობა, კურსკის ოლქში შეიჭრას, უამაო გამოდგა, მან მტერმა მძიმე დანაკარგი განიცადა, როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის მხრივ. უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო და მოიერიშე დანაყოფებს კურსკის ოლქში შეღწევა სურდათ თეთკინოსა და ახალი პუტის დასახლებების რაიონში. კიევის რეჟიმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უკრაინული ძალები რუსული საზღვრისპირა ტერიტორიაზე თუნდაც ფორმალურად (მედიურად) ყოფილიყვნენ. ეს 9 მაისის, მოსკოვში გამარჯვების 80 წლისთავის სიმბოლურად „დაბინძურების“ მცდელობა იქნებოდა და ამავდროულად „კოზირი“ კიევისთვის— 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, სადაც აშშ-ც მონაწილეობს.
უკრაინელი ბანდერეველები მეორე კვირაა, ცდილობენ საზღვრის გარღვევას რამდენიმე მონაკვეთზე — ღიადაც და ფარულადაც. უკრაინის ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსულ სამხედრო ფორმაში იმოსება. ეს მასკარადიც უშედეგოა — დღეს დილით, ახალი პუტის დასახლების მახლობლად, 25 უკრაინელი დივერსანტი განადგურდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კურსკის ოლქში მთავარი სამიზნე გლუშკოვის რაიონის დასახლებათეთკინო გახდა. ყველასათვის ცნობილ სუჯადან. მტერი ცდილობს, იერიში მიიტანოს სხვადასხვა მიმართულებიდან: სუმის სოფლების — ისკრისკოვშჩინის, რიჟევკის და ბოიარო-ლეჟაჩის მხრიდან. ასეთი ტაქტიკა აიხსნება თეთკინოს მდებარეობით, დასახლება, ფაქტობრივად, 10-კილომეტრიან „გამონაზარდზეა“, რომელსაც სამი მხრიდან უკრაინის ტერიტორია ესაზღვრება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში „სევერის“ დაჯგუფებამ სარაკეტო დარტყმები მიაყენა მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თავმოყრის ადგილებს სუმის ოლქის მთელ რიგ დასახლებებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები: 185-ზე მეტი სამხედრო, ოთხი საარტილერიო დანადგარი, ტანკი, ორი ჯავშანმანქანა, ორი სადგური — რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადარის, ექვსი ავტომობილი და მასალების საწყობი.
მიუხედავად საზღვრის გარღვევის უშედეგო მცდელობებში მიღებული მძიმე დანაკარგებისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა კვლავ აგზავნის ახალ მოიერიშე ჯგუფებს კურსკის ოლქის ნაღმიან ველებზე და წირავს მათ გარდაუვალი სიკვდილისთვის. რუსეთის ჯარები მტერს დამაჯერებლად ანადგურებენ დარტყმითი ავიაციისა და არტილერიის, უპილოტო აპარატებისა და ბარაჟირებადი საბრძოლო მასალების გამოყენებით.
რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით აფართოებენ უსაფრთხოების ზონას სუმის ოლქში, ხოლო ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე ამარცხებენ როგორც უკრაინის არმიას, ისე ნატოს, ფრონტის ყველა მონაკვეთზე, მათ შორის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქების ტერიტორიაზე.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს: 662 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 57 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 605 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 23 300-ზე მეტი ტანკი და ჯავშანტექნიკა, 1 563 რაკეტური ზალპური ცეცხლის სისტემა და 24 872 საარტილერიო დანადგარი, რომლებიც უკრაინის არმიას ეკუთვნოდა.
მთელი ეს „ფოლადის არმადა“ შეკოწიწებული იყო ნატოსა და პროდასავლური ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით — ნაწილ-ნაწილ, კუთხე-კუთხიდან. ყველაფერი დაიწვა უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრის დაუნდობელ ცეცხლში. არცაა გასაკვირი, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის შესაბამისი კომიტეტის წევრები არ გამორიცხავენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებულ დასრულებას 2025 წლის განმავლობაში, ზოგიერთი „წინააღმდეგობის კერის“ გამონაკლისით, რომლის „დამუშავება კიდევ ცოტა ხანს“ გაგრძელდება.
კიევის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია — და ეს ნიშნავს, რომ ის უკვე უარესს ელოდება. იმ პირობებში, როდესაც ვაშინგტონის „მტკიცე მხარს“ აღარავინ ელოდება. გუშინ პენტაგონმა აშშ-ს სენატი გააფრთხილა, რომ უკრაინული კრიზისის ესკალაციამ, „შესაძლოა, მიგვიყვანოს ამერიკა-რუსეთის პირდაპირ სამხედრო კონფლიქტამდე“. ასეთი პერსპექტივა ვაშინგტონს არაფერს კარგს არ უქადის. XXI საუკუნეში დაუსჯელი გლობალური ჰეგემონობა აღარ მუშაობს.
ამ დღეებში ამერიკელებმა ჩუმად დაასრულეს მასშტაბური ოპერაცია ჰუსიტების წინააღმდეგ იემენში. დაკარგეს უზარმაზარი თანხები, საბრძოლო მასალა, თვითმფრინავები და სტრატეგიული დრონები. ტრადიციულად, ვერცერთი დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა. პენტაგონის ამ მარცხს „ყოფილ“ ჯო ბაიდენს უკვე ვეღარ ჩამოაწერენ.
გამოცემა The American Conservative-მა 12 მაისს აღნიშნა: დადგა დრო, რომ შევაფასოთ ის კატასტროფები, რომელიც აშშ-ს ხელმძღვანელობამ საკუთარი პოლიტიკით გამოიწვია. „კორეის ომის დროს 1950–1953 წლებში ჩვენ დავხოცეთ მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე და შვიდი ათწლეულის შემდეგაც ომი ოფიციალურად არ დასრულებულა. ათასობით ჩვენი ჯარისკაცი კორეაში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ნორმალურ ურთიერთობებს ხელს უშლის “.
ვაშინგტონის „მომწესრიგებელი ჩარევების“ გრძელ სიაშია: 1953 წელს ირანში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მოჰამად მოსადეყის დამხობა; ვიეტნამის ომი (1955–1975) მილიონობით გარდაცვლილი ადამიანით; სისხლიანი შეჭრა კუბაში 1961 წელს; „მარადიული ომი“ სომალიში ამერიკული იარაღით; სპარსეთის ყურის ომი (1990–1992) და 2003 წლის შეჭრა ერაყში; აშშ-ს სამხედრო ჩარევა კოსოვოში (1998–1999) —სიკვდილისა და განადგურების16 თვე; 20-წლიანი ავღანეთის ომი (2001 წლიდან); ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოტყუება,/მკვლელობა და ქვეყნის განადგურება 2011 წელს; ამერიკის მხარდაჭერით გაჩაღებული სამოქალაქო ომი სირიაში.
უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი კი ათწლეულების განმავლობაში ამერიკის მიერ გაჩაღებული პროვოკაციებისა და 2014 წელს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ორგანიზებული შეიარაღებული გადატრიალების შედეგია. ვაშინგტონი განაგრძობს იარაღისა და ფულის გაგზავნას — რაც ომის გაგრძელების წახალისებაა.
აშშ-ს არცერთ სამხედრო ჩარევას „სატესტო ქვეყნებისთვის“ სიკეთე არ მოუტანია, შედეგი ყოველთვის მხოლოდ სიკვდილი და ნგრევა იყო. და „უკრაინული პროექტი“ კიდევ დიდხანს დარჩება ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდად აშშ-ს გეოპოლიტიკური მარცხების სამარცხვინო ისტორიაში, მაგალითად იმისა, თუ რამდენად სახიფათოა, იყო ამერიკაზე დამოკიდებული „მეგობარი“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე