გასული წლების ვარსკვლავები თბილისს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ „ლეგენდების მატჩისთვის“ ეწვივნენ. თამაშის წინ მაღაზია FC Barcelona-ში ლეგენდებთან ავტოგრაფ-სესია გაიმართა, სადაც გულშემატკივრები შეხვდნენ თავიანთ კერპებს - ხავიერ სავიოლას, ალბერტო ფერერს და სხვებს.
16 მაისს კი „დინამო არენას" მინდორზე გამოვლენ რონალდინიო, მენდეტა, დავიდსი, სავიოლა, ლიტმანენი, მაქსველი, ჟიული და მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები.