თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ყატარის დედაქალაქ დოჰაში კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.
წილისყრის შედეგად, ევროპის 32 ნაკრები 8 კალათაში განაწილდა, საიდანაც 24 საუკეთესო მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს და საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 საუკეთესო გავა.
საქართველო მოხვდა A ჯგუფში ესპანეთთან და 2 ნაკრებთან ერთად, რომელთა ვინაობაც აგვისტოში გაირკვევა. ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი, საქართველო მეორე რაუნდში B ჯგუფის სამ საუკუეთესო გუნდთან გაერთიანდება.
A ჯგუფი:
1.
D კვალიფიკაციის მეორეადგილოსანი (დანია, ნორვეგია ან ხორვატია)2.
საქართველო3.
A კვალიფიკაციის გამარჯვებული (სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა)4.
ესპანეთიასევე ცნობილი გახდა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი. საქართველოს ნაკრები ასპარეზობას 2025 წლის 27 ნოემბერს თბილისში დაიწყებს, ხოლო 2026 წლის 5 ივლისს ასევე თბილისში ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებს.
27 ნოემბერი, 2025 – საქართველო - უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი
30 ნოემბერი, 2025 – ესპანეთი - საქართველო
27 თებერვალი, 2026 – ხორვატია/დანია/ნორვეგია - საქართველო
2 მარტი, 2026 – საქართველო - ხორვატია/დანია/ნორვეგია
2 ივლისი, 2026 – უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი - საქართველო
5 ივლისი, 2026 – საქართველო - ესპანეთი
მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა, სადაც B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, ჩრდ/მაკედონია/რუმინეთი/უნგრეთი) სამ გუნდს შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი იასპარეზებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2025 წლის ნოემბერში დაიწყება. თითოეული (8) ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გადაინაცვლებს. 24 კვალიფიცირებული ნაკრები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს და 2027 წლის თებერვალში 12 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც მუნდიალზე გავლენ.
მსოფლიო პირველობა კალათბურთში კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდება. მუნდიალი 2027 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა პირველად 2023 წელს მიიღო. სადებიუტო ტურნირზე ჩვენმა გუნდმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა და მე-16 ადგილი დაიკავა.