თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოში 16 მაისამდე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავარაუდევია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).