უკრაინის შეიარაღებული ძალების „ბოგატირული“ უკანდახევა და ტორეცკთან ახლოს ერთ-ერთი ბრიგადის სწრაფი განადგურება დამაჯერებლად ავსებს მოსკოვის მიერ წამოყენებულ მშვიდობიან ინიციატივებს. დასავლეთს აღარ რჩება მანევრირების ან რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომის გაგრძელების შესაძლებლობა. დგება დრო, როცა ნატოს გეოპოლიტიკური შეცდომების, ევროკავშირის მიერ რუსეთის აქტივების ჩამორთმევის და კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერორისტული დანაშაულებისათვის პასუხისგება გარდაუვალი ხდება.
საბრძოლო მოქმედებები მიუახლოვდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. რუსულმა ძალებმა წარმატებით გაარღვიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამაგრებული რეგიონი და სოფელ ბოგატირში შევიდნენ— დნეპროპეტროვსკის ოლქიდან სულ ექვს კილომეტრში. ბრძოლის შედეგად განთავისუფლდა სოფლის ცენტრი და სამხრეთი ნაწილი. რუსეთის „ვოსტოკის“ დაჯგუფების მოიერიშე ქვედანაყოფები დასავლეთის მიმართულებით უტევენ ბოგატირის „ციხესიმაგრეს“, უკრაინის ძალებს კი გზატკეცილ Н-15-ისგან (დონეცკი – ზაპოროჟიე) ავიწროვევენ.
ბანდერეველები ამჟამად მხოლოდ ბოგატირის ჩრდილო-დასავლეთ მისადგომებს აკონტროლებენ. უკრაინის ძალების პოზიციები თვალსა და ხელს შუა იშლება. ბოგატირის განთავისუფლება საშუალებას მისცემს რუსეთის არმიას, ერთდროულად ორი მიმართულებით — ზაპოროჟიესა და პავლოდარისკენ — ოპერატიულად განაგრძოს შეტევა.
ამასობაში, ბოგატირიდან ათ კილომეტრში, ჩრდილოეთით, გრძელდება ბრძოლები სოფელ ორეხოვოს მიდამოებში, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრიდან მხოლოდ 700 მეტრითაა დაშორებული. მეზობელი დასახლება, კოტლიაროვკა, 12 მაისს უკვე განთავისუფლდა.
ევროპელი ლიდერების კიევში 10 მაისის ვიზიტის წინ, მტერმა სერიოზული დანაკარგები განიცადა ტორეცკთან/ძერჟინსკთან რუსეთის 100-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მიერ განხორციელებული საინფორმაციო (ფსიქოლოგიური) კონტრშეტევის დროს. უკრაინის ჯარების კოლონა და ტექნიკა ღია ადგილას დაიშალა და განადგურდა რუსეთის არმიის, არტილერიის, ავიაციისა და FPV ტიპის დრონების კოორდინირებული ცეცხლით.
რუსეთის ძალები წარმატებით მიიწევენ კონსტანტინოვკის მიმართულებით. ისინი მიუახლოვდნენ სოფელ რომანოვკას, საიდანაც კონსტანტინოვკამდე მხოლოდ 14 კილომეტრია. უკრაინის სარდლობას ჯარების დროული გაყვანა შეტევის ზონიდან არ შეუძლია. მოვლენების სწრაფი განვითარება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ „ქვაბში“ , შესაძლოა, უკრაინის ოთხი ბრიგადა აღმოჩნდეს.
რუსეთის ჯარები გამაგრდნენ ტორსკოში. იწყება ბრძოლა სევერსკისთვის, რომლისკენაც რუსული ძალები სამივე მიმართულებით მიიწევენ. დონბასში ახლოვდება სლავიანსკო-კრამატორსკის აგლომერაციის გათავისუფლება.
დასრულდა რუსეთის მიერ გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. 12 მაისს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ განაახლეს მტრის სამხედრო ობიექტებზე მიმართული გეგმაზომიერი იერიშები მიკოლაევის, ოდესის, რივნეს, კიევის, ჟიტომირის, ხარკოვისა და უკრაინის სხვა რეგიონებში. მაღალი სიზუსტის იარაღმა პრიორიტეტულად დაარტყა უკრაინის არმიის არსენალებსა და დასავლური იარაღის რუმინეთიდან და პოლონეთიდან მიწოდების მარშრუტებზე არსებულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კვანძებს. აშკარაა, რომ ეს ყველაზე მოკლე გზაა უკრაინის კონფლიქტის გადაჭრისკენ.
ვაშინგტონის ე.წ. მშვიდობიანი ინიციატივები, რომლებიც ცინიკურად თანხვედრაში მოდის აშშ-სა და ევროპის მიერ კიევისთვის იარაღის გადაცემასთან, იმ მილიარდების ხარჯზე, რაც რუსეთს წაართვეს, მხოლოდ ადასტურებს, რომ დასავლეთს სჭირდება მხოლოდ დროებითი პაუზა ძალების გადასაჯგუფებლად და რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომის გასაგრძელებლად. რეალური, მტკიცე მშვიდობის გზა, უდავოდ, გრძელი და ეკლიანი იქნება.
ობიექტურად, რუსეთისთვის „უსაფრთხოების ზონად“ მხოლოდ სრულიად უკრაინის ტერიტორია შეიძლება იქცეს, იზოლირებული ნატოს იარაღისა და დასავლელი სამხედრო ინსტრუქტორებისგან. ამ „ველზე“ ნებისმიერი კომპრომისი ახალ ომს მოიტანს. მყარი მშვიდობა ვერ იარსებებს იმ პირობებში, როცა რუსეთის საზღვრებთან, ფაქტობრივად, მილიონიანი უკრაინული არმია დგას, შეიარაღებული ნატოსეული ტიპის დამრტყმელი დრონებით, „ჯადოსნური ფხვნილით“ და ნაცისტური იდეოლოგიით.
შედარებისთვის: გერმანიას, რომლის მოსახლეობა 83 მილიონს აჭარბებს, ჰყავს მხოლოდ 181 ათასი მოქმედი სამხედრო. საფრანგეთის (მოსახლეობით 66 მილიონზე მეტი) არმია, 200 ათას ჯარისკაცს შეადგენს. პოლონეთის არმია – 202 ათასი სამხედრო. და ეს ყველაფერი ნატოს აგრესიული ბლოკის ქვეყნებია. რისთვის სჭირდება ასეთი დიდი არმია ნეიტრალურ უკრაინას? კითხვა რიტორიკულია...
მასშტაბური „ნეიტრალიზაცია“ ობიექტურად გარდაუვალია. უკრაინის არმია, უშიშროების სამსახური და ეროვნული გვარდია უნდა ჩანაცვლდეს შეზღუდული რაოდენობის (დაახლოებით 50 ათასი) სამხედრო-პოლიციური დანაყოფებით, მძიმე ჯავშანტექნიკის, საზღვაო, საავიაციო და სარაკეტო-არტილერიული შეიარაღების გარეშე. ცხადია, ამას უნდა უძღვოდეს უკრაინაში ფაშისტური იდეოლოგიის, ბანდერეველი ორგანიზაციების და ალტერნატიული (ანტირუსული) ისტორიის კანონით აკრძალვა. რუსულ ენას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო სტატუსი, ხოლო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინულ პატრიარქატს — შიდა ეკლესიური განხეთქილებების შედეგად წართმეული ტაძრები.
გენეტიკურად „უკრაინელები“ არ არსებობენ, და „ქვეყანა“ მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში იყო გამოგონილი. ვიდრე კიევის რეჟიმი, დასავლეთის მფარველობით, მიზანმიმართულად და მასობრივად ანადგურებს მის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მცხოვრებ რუს მოსახლეობას, ამ მიწებს ამერიკული კომპანიებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად ათავისუფლებს, ევროპაში მშვიდობა აშკარად შორეული პერსპექტივაა. თუმცა, რუსეთი იოლ გზას არასოდეს ირჩევდა.
იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეეცდება 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილი „ზომიერი კაპიტულაციის“ ჩაშლას, მოსალოდნელია, რომ რუსეთის პირობები კიდევ უფრო გამკაცრდება. ამერიკულმა გამოცემამ Politico, უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევს, შეიძლება, მალე „ორეშნიკი“ დაეცეს. თითქოს, ამასთან კავშირშია საჰაერო სივრცის დახურვა რუსეთის პოლიგონ „კაპუსტინ იარზეც“, საიდანაც ადრე რაკეტები უკრაინას მოხვდა. აშშ-ის საელჩომ კიევში ასევე გაავრცელა გაფრთხილება, უახლოეს დღეებში მასიური საჰაერო დარტყმების შესაძლებლობის შესახებ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე