პარაძალოსნობა: აკაკი ჯინჭარაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 პარასპორტსმენით გამოვიდა – 20 ვაჟი და 8 ქალი.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ) თბილისში მიმდინარე პარაძალოსანთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია.
პარალიმპიადის ორგზის მედალოსანმა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძალოსანმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 240 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 475 კგ ჩათვალა და საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედალი მოუტანა.
თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს შოთა ომარაშვილმა, თემო დადიანმა, მირანდა გიგაშვილმა და თამარ ჩალათაშვილმა.
საქართველოს დედაქალაქში მსოფლიო თასის გათამაშება 10-12 მაისს ტარდება, რომელშიც 30 ქვეყნის 200-მდე პარასპორტსმენი და დელეგატი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 პარასპორტსმენით გამოვიდა – 20 ვაჟი და 8 ქალი.
მსოფლიო თასის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.