საქართველოში ხორბლის წარმოება გაიზარდა

2024 წელს საქართველოში ხორბლის ნათესმა ფართობმა 54 ათასი ჰექტარი შეადგინა
Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოში 2024 წელს ხორბლის წარმოება 1%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, გასულ წელს საქართველოში 148,5 ათასი ტონა ხორბალი იქნა წარმოებული.
ხორბლის წარმოება საქართველოში 2019-2024 წლებში

წელი

მოცულობა, ათასი ტონა

ზრდა, %

2019

100,6

-6,1

2020

102,4

1,8

2021

135,9

32,7

2022

156,8

15,4

2023

146,6

-6,5

2024

148,5

1,0

2024 წელს საქართველოში ხორბლის ნათესმა ფართობმა 54 ათასი ჰექტარი შეადგინა - მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობა, 2023 წელთან შედარებით, 7,7%-ით გაიზარდა და 1 ჰექტარზე 2,8 ტონა შეადგინა.
საქართველო წლის განმავლობაში 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.