რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა

საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება
Sputnik
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2025 წლის იანვარ-აპრილში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2,2 მილიონი მგზავრი მშეადგინა, იუწყება საქართველოს აეროპორტების აგაერთიანება.
საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტია - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება, რომელმაც 2025 წლის ოთხ თვეში 1,4 მილიონი მგზავრი და 7,3 ათასი ავიარეისი მიიღო. 2024 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით ზრდამ, შესაბამისად, 13 და 17% შეადგინა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 506,6 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2,3% შეადგინა. რაც შეეხება ავიარეისებს, მათი რაოდენობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა და 1,5 ათასი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233,7 ათას მგზავრს და 1,1 ათას ავიარეისს მოემსახურა, რაც 2024 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, შესაბამისად, 43,7 და 36,7%-ით მეტია.