დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი

როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში - ფოტო

საქართველოში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მთავარ ზეიმს კიკვიძის პარკმა უმასპინძლა. Sputnik-ის ფოტოლენტაში იხილეთ კადრები ადგილიდან
Sputnik
უკვე რამდენიმე წელია, კიკვიძის პარკი გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვის ტრადიციულ ადგილად იქცა. აქ არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, მელიტონ ქანთარიას ძეგლი, რომელიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 1945 წელს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
1 / 18

.კიკვიძის პარკში დილიდანვე შეიკრიბა ხალხი, რათა გაეხსენებინათ და მადლობა გადაეხადათ გმირებისთვის.

2 / 18

უკვე რამდენი წელია პარკი გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვის ტრადიციული ადგილი გახდა.

3 / 18

მელიტონ ქანთარიას ძეგლთან ვეტერანები, მათი ოჯახის წევრები, რიგითი თბილისელები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

4 / 18

ძეგლთან მიჰქონდათ ყვავილები - ხსოვნისა და მადლიერების ნიშნად.

5 / 18

ვეტერანები არცთუ ბევრნი დარჩნენ, თუმცა, ისინი მაინც მივიდნენ.

6 / 18

მათ გვერდით ისხდნენ ბავშვები - როგორც ორი ეპოქის განსახიერება, რომელთაც საერთო წარსული აკავშირებთ.

7 / 18

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი პირები. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ომის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

8 / 18

ვეტერანებს არ უყვართ ომზე საუბარი, თუმცა ყოველი მათი გამოხედვა - ეს მთელი ისტორიაა.

9 / 18

მათ სახეებზე იმდენად სიხარული არა, რამდენადაც ნათელი სევდა და სიამაყეა აღბეჭდილი: გამარჯვების დღე, უპირველეს ყოვლისა, ხსოვნის დღეა.

10 / 18

ხალხში უცხოები არ იყვნენ - ყველა გრძნობდა, რომ რომ ერთი და იგივე მიზნით იყვნენ მისული.

11 / 18

გმირებს პატივი მიაგეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმაც.

12 / 18

მათ კუკიის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკეს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი.

13 / 18

იყვნენ ისეთებიც, ვინც, ტრადიციულად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდა.

14 / 18

აქ ღონისძიების ოფიციალური ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ იყო მთავარი - დუმილი და მადლიერება.

15 / 18

უცნობი ჯარიკაცის საფლავს ყვავილებით მთელი დღის განმავლობაში ამკობდნენ.

16 / 18

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა - მათი ხსოვნა თითოეულ ოჯახში ცოცხლობს.

17 / 18

167-ს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა - მათი სახელები სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში.

18 / 18

თბილისელები გმირების ხსოვნის კვლავ მიაგებენ პატივს, მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის ადგილმდებარეობა შეიცვალა.