აშშ-ის საელჩომ სავაჭრო ცენტრებში ბომბის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა: სუს-ის კომენტარი

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთვის ცნობილი გახდა თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შესაბამისი სამსახურები ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ცრუ შეტყობინების კიდევ ერთ საქმეზე მუშაობენ, განუცხადეს სუს-ში ტელეკომპანია პირველ არხს.
უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ თუ ვისგან და როდის მიიღეს ცრუ შეტყობინება ბომბის არსებობის თაობაზე.
მანამდე, დღეს, 7 მაისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთვის ცნობილი გახდა თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ.
საელჩოს განცხადების თანახმად, საუბარია შემდეგ სავაჭრო ცენტრებზე: East Point Shopping Mall (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა), Galleria Tbilisi (რუსთაველის გამზირი) და Tbilisi Shopping Area (აღმაშენებლის ხეივანი, 16).
საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილებში გადაადგილებისგან.
საქართველოში „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება" სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.