თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დღევანდელ, რიგით მეცხრე ყრილობაზე წარადგინა.
„პოლიტიკური საბჭო ყალიბდება 15 წევრის შემადგენლობით. პარტიის წესების თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ასევე, თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც პარტიის თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს.
პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან:
1.
პარტიის საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი2.
პარტიის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე3.
თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი - კახა კალაძე4.
პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი5.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი - მამუკა მდინარაძე6.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ვოლსკი7.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - თეა წულუკიანი8.
ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი - ვახტანგ გომელაური9.
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი10.
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი11.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე12.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი13.
პარტიის რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე14.
პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე -სულხან თამაზაშვილი15.
პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი.დღეს ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი განცხადებით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და პოლიტიკაში ოპოზიციის რანგში დაბრუნებას არ აპირებს
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა. პარტია მილიარდერმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.