ადგილი, სადაც ათწლეულების მანძილზე ტარდებოდა ღონისძიებები და ყვავილებით ამკობდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს, ახლა სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. „Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ვიდეოკადრებს მემორიალის ტერიტორიიდან.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში სარემონტო სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დაიწყო, 2022 წლის შემოდგომისთვის დასასვენებელი სივრცის განახლებული ნაწილი თბილისელებისთვის გაიხსნა. თუმცა, თავად მემორიალი კვლავ შემოსაზღვრულია სპეციალური ჯებირით.
პარკის რესტავრირებულ ნაწილსა და მემორიალურ კომპლექსს შორის ჯებირი ახლახანს აიღეს. თუმცა, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მიმდებარე ტერიტორია კვლავ სავალალო მდგომარეობაშია: მიტოვებული და დანაგვიანებული.
ვაკის პარკში მარადიული ცეცხლი უკვე მეხუთე წელია ჩამქრალია.