თბილისში საქართველოსთვის გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე იმსჯელეს

ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გამარჯვების დღე საქართველოსთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ დღესასწაულად რჩება, რაც სიმბოლურად გამოხატავს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თბილისში, ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გამარჯვების 80 წლის იუბილე - 9 მაისის აქტუალობა საქართველოსთვის", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა და ჟურნალისტებმა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდეტი.
9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ხალხის გმირული მემკვიდრეობის დასაცავად ინიციატივების წამოყენება. ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეპოქების ცვლილების მიუხედავად, გამარჯვების დღე საქართველოსთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ დღესასწაულად რჩება, რაც სიმბოლურად გამოხატავს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
„დიდი სამამულო ომი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მრავალეროვნულმა საბჭოთა არმიამ, რომლის რიგებში ქართველებიც იბრძოდნენ, დაიცვა არამარტო ჩვენი სამშობლო, არამედ მთელი ევროპა ფაშისტური სიბინძურისაგან. 9 მაისი ჩვენი საერთო ზეიმია და ის ოფიციალურად აღიარებულია სახელმწიფო დღესასწაულად საქართველოში“, - განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ თავის მიმართვაში.
მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი მთავარი წინადადება იყო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისადმი ინიციატივით მიმართვა - დიდი სამამულო ომის ორდენებისა და ჯილდოების თანამედროვე საქართველოს სამხედრო ორდენებთან და ჯილდოებთან გათანაბრების შესახებ.
9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ასევე იყო შეთავაზებული წინადადება ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აგრესიის გენოციდად აღიარების შესახებ.
„ჩვენმა წინაპრებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს. ბევრი ქართველი დაიღუპა ბრძოლებში, ნაცისტურ ტყვეობაში, ბანაკებში. ამ დანაშაულების გენოციდად აღიარება არა მხოლოდ სამართლიანობის აქტია, არამედ ქვეყნის ისტორიული ღირსების განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯიც“, - აღნიშნულია ევრაზიის ინსტიტუტის მიმართვაში.
9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია სააგენტო ТАСС-ის მიერ ორგანიზებული გამოფენის შესახებ, სადაც გაჟღერდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლა.
ცალკე ყურადღება დაეთმო ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ქართველების ბედს. ონლაინ-ტრანსლაციის ფარგლებში ისტორიკოსმა ალექსანდრ გრიბოვსკიმ წარმოადგინა მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ქართველების შესახებ საარქივო მასალები. მონაწილეთა თქმით, მსგავსი კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ომის ტრაგედიის შესახებ სიმართლის დადგენაში.
მრგვალი მაგიდა „გამარჯვების 80 წლის იუბილე - 9 მაისის აქტუალობა საქართველოსთვის"
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა განაცხადეს ისეთი მემორიალური ობიექტების აღდგენის აუცილებლობის შესახებ, როგორიცაა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ამასთან, მათი თქმით, ასევე ნებადართული უნდა იყოს 9 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ისტორიული სიმბოლოების, მათ შორის, გამარჯვების დროშის ასლის გამოყენება.
„გამარჯვების ხსოვნა არა „საბჭოთა ოკუპაციის“ სიმბოლო, არამედ ქართველი ხალხის სიამაყეა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მის შენარჩუნებაზე“, - განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.